რესტორანი „ვარაზი“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართავს - „ბიზნესპრესნიუსი“ რესტორნის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„თუ აქციაზე დასველდით, შეგცივდათ ან რაიმე სახის დახმარება დაგჭირდათ, რესტორანი „ვარაზის“ კარი თქვენთვის ყოველთვის ღიაა!
მზად ვართ დასახმარებლად!“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი 2028 წლამდე, მოსახლეობა მე-4 დღეა აპროტესტებს.
პროტესტს უერთდება ბიზნესების ნაწილი, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებულთა ნაწილიც.
ამასთანავე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა შეაჩერა.