„ცხენების მიწა“, „ვილა ქამელეონი“ - როგორ გამოიყურება ევროპის ყველაზე ძვირადღირებული სახლები

უფრო დიდი უფრო უკეთესს ყოველთვის არ ნიშნავს, თუმცა სტატიაში მოყვანილი ძვირადღირებული ევროპული ვილები, ამ მოსაზრებას ნამდვილად აბათილებს.

ასეულობით მილიონ დოლარად შეფასებული ეს სასახლეები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საკუთრებაშია. საინტერესოა როგორც მათი ვიზუალური მხარე, ასევე ფუნქციებიც.

წარმოგიდგენთ ევროპის ძვირადღირებულ სასახლეებს:

43434-1733060310.jpg

„ვილა ქამელეონი“ 2.0, მაიორკა, ესპანეთი: 39.8 მილიონი დოლარი

ეს გამორჩეული ვილა არ ჰგავს არცერთ სხვას.

ძვირადღირებული სასახლე "მაიორკას ბევერლი ჰილსში" მდებარეობს. ის გთავაზობთ ზღვისა და პალმა დე მაიორკას პორტის წარმოუდგენელ ხედებს.

თანამედროვე ხელოვნების ესთეტიკასთან, უახლესი ტექნოლოგიების შერწყმა, იქ ცხოვრებას საუცხოო გამოცდილებად აქცევს.

asdasd-1733060353.jpg

ქამელეონ ვილას (Chameleon Villa 2.0) სავარაუდო ღირებულებაა 39.8 მილიონი აშშ დოლარია და გასაყიდად 2024 წლის ნოემბერში გამოიტანეს.

ფასში შედის 1,6 ჰექტარი ბაღი, 3,279 კვმ საცხოვრებელი ფართი და მართლაც ზღაპრული ინტერიერის დიზაინი.

ვილას სახელი სახლის უნიკალური განათების სისტემის გამო დაერქვა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთელი შენობის ფერი. გარე ნაწილის ნახევარზე მეტი დამზადებულია საუკეთესო კრისტალისგან, რომელზედაც LED ტექნოლოგიას შეუძლია განათების სხვადასხვა ეფექტების შექმნა.

gsdjahsd-1733060400.jpg

2012 წელს აშენებული, სამ კორპუსიანი საკუთრება 2023 წელს გარემონტდა და თითოეული ოთახი თანამედროვედ არის მოწყობილი.

ვილა შვარცენბახი, ქვემო ავსტრია: 46.6 მილიონი დოლარი

hjhajsk-1733060433.jpg

ვილა შვარცენბახი, რომელიც მე-18 საუკუნეში აშენდა, ავსტრიის ვინერ ნოიშტადტის, მომხიბლავ ალპურ რაიონში მდებარეობს.

რეზიდენცია, გასაყიდად 2024 წლის ნოემბერში გამოიტანეს და მისი ფასი 46.6 მილიონი დოლარია.

hdjkahskdaj-1733060458.jpg

ზღაპრული ციხესიმაგრე 953 კვ.მ-ზე გაშენებული. აქვს 13 ოთახი.

1930 წლამდე შვარცენბახის მამულში გერმანელი არისტოკრატების პეტრუსის და ჯუდიტ ფონ გერშენის შთამომავლები ცხოვრობდნენ.

hdakjshjaskf-1733060471.jpg

სასახლე აღჭურვილია La Cornue-ს მსოფლიო კლასის ტექნიკით.

აქვს საოცარი დახურული აუზი. იგი აშენდა ნიჭიერი არქიტექტორის ჰაინც კარბუსის მიერ 1974-1989 წლებში.

„ცხენების მიწა“ (Unicorn Real Estate), ზაარლანდი, გერმანია: 67.7 მილიონი დოლარი

hdfksjfk-1733060505.jpg

ეს არის საუკეთესო საცხენოსნო სამფლობელო მსოფლიოში.

ქონება, რომელიც მდებარეობს 30 ჰექტარზე, იტევს 40 ცხენს და ამაყობს ორსართულიანი ოთახით, რომელიც აღჭურვილია რალფ ლორენის ავეჯით.

ტერიტორიაზე განთავსებულია ოლიმპიური სტანდარტების სავარჯიშო არენა, დახურული არენა, და უზარმაზარი კლუბი, რომელშიც შედის 80- ადგილიანი რესტორანი.

სასახლეს ასევე აქვს საცხენოსნო ველნეს ცენტრი, სპა და ინფრაწითელი სალონი, რომელიც უზრუნველყოფს ინჰალაციის მკურნალობას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს და ცხოველებს შეუძლიათ დატკბნენ მდიდრული ცხოვრებით.

ქონება გასაყიდად გამოვიდა 2024 წლის ნოემბერში და მისი ფასი 67.7 მილიონი დოლარი იყო.

წყარო: loveproperty.com

თეონა რამაზაშვილი