30 ნოემბერს თბილისში მომიტინგეთა რაოდენობა თითქმის 200 000 იყო - Visioner

­სამხედრო ანალიტიკური პორტალის, Visioner-ის ინფორმაციით, გასულ ღამეს, თბილისში გამართულ ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 200 000 ადამიანს შეადგენდა.

ასეთი დასკვნა სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთდა.

„აქციაზე, რომელსაც თითქმის 200 000 ადამიანი ესწრებოდა, დიდი ოდენობით ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რამაც ფართომასშტაბიანი პანიკა გამოიწვია. ის, რაც დღეს მოხდა, სრული კატასტროფა იყო“ - წერლია Visioner-ის პოსტში.

ეკა დარჩიაშვილი