კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩემი სრული მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი - გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის დროს „საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარება“ განიხილეს.

„ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. განვიხილეთ ევროკავშირის უსაფრთხოება და თავდაცვა და შემაშფოთებელი ვითარება საქართველოში“, - წერს ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართველო ხალხის მიმართ მხარდაჭერა.

„კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ჩემი სრული მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და მათი გადაწყვეტილებისადმი, შეინარჩუნონ ევროპული გზა“, - აცხადებს ნაუსედა.