ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობთა წინააღმდეგ - ბაიბა ბრაჟე

"ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობთა წინააღმდეგ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე წერს.

"ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა - ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობთა წინააღმდეგ.

ჩვენ არ მივესალმებით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში,“ - წერს სოციალურ ქსელ X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ეკა დარჩიაშვილი