„ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საკითხის გადადება და დღის წესრიგიდან მოხსნა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციას“,- ამის შესახებ „ფეიბუკზე“ „შენი სახლი ჯიქიაზე“ წერს.
„ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საკითხის გადადება და დღის წესრიგიდან მოხსნა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციას.
ვგმობთ საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო და იქნება ევროპული გზა,” - წერს კომპანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. როგორ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამავე პერიოდამდე შეჩერებულია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხიც.
იქამდე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკომისიას, რომ დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, შალვა პაპუაშვილს და კახა კალაძეს. ამასთან, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრები 16 დეკემბერს განიხილავენ. მისივე თქმით, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.