Enka Renewables-მა საქართველოს არბიტრაჟში 383.2 მლნ დოლარის მოუგო

კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მლნ დოლარის დავა მოუგო - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ENKA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი დასრულდა და გადაწყდა, რომ ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ კანონიერად შეწყვიტა ხელშეკრულება. საქართველოს მთავრობას კი დაეკისრა ჩვენი შვილობილი კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდა, 383.2 მლნ აშშ დოლარის ოდენობით“, - აღნიშნულია ENKA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება 2021 წლის სექტემბერში შეწყვიტა და უკვე ოქტომბერში საარბიტრაჟო დავაც დაიწყო. კომპანიამ არბიტრაჟს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო მიმართა, რაც საინვესტიციო შეთანხმების მოშლას უკავშირდებოდა. საქმე ეხებოდა ნამახვანჰესის მშენებლობას, სადაც თურქულს კომპანიას 800 მლნ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ჰესების კასკადი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი იქნებოდა. 433-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვტ.სთ-ს მიაღწევდა და მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.

ENKA -ს სათაო ოფისი მდებარეობს სტამბოლში. კომპანია 1957 წელს დაფუძნდა. მისი დამფუნებლები იყვნენ შარიკ ტარა და სადი გულჩელიკი. დღეს კომპანიია დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არის შარიკ ტარას შვილი, მეჰმედ სინან ტარა.

ENKA ახორციელებს სამშენებლო და საინჟინრო მომსახურებას შვილობილი კომპანიების მეშვეობით, დაახლოებით 30 ქვეყანაში. გარდა დიზაინისა და მშენებლობისა, მის საქმიანობაში შედის ენერგია, უძრავი ქონება, ვაჭრობა და წარმოება.

ENKA -ს პროექტებში დაახლოებით 200,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანიამ დაასრულა 500-მდე პროექტი 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ალბანეთში, ალჟირში, კამერუნში, ყაზახეთში, ლიბიაში, ნიდერლანდებში, ნეპალში, ომანში, რუმინეთში, რუსეთში, საუდის არაბეთში, სიერა ლეონეს, ტაჯიკეთსა და უკრაინაში. კომპანია ოპერირებს მსოფლიოს 64 ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ENKA საქართველოში 2014-2019 წლებში ამერიკულ პარტნიორ კომპანიასთან, Bechtel-თან ერთად British Petroleum-ის კონტრაქტორი იყო და სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტში იღებდა მონაწილეობას.