გადავწყვიტეთ სამი დღით გაფიცვა, მტკიცედ ვდგავართ მშვიდობიანი მომიტინგეების გვერდით - საერთაშორისო სავაჭრო პალატა

საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) მკაცრად გმობას მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს. ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებაშია აღნიშნული.

„ხელისუფლების მიერ ამ არჩევნების უხეშმა გაყალბებამ გამოიწვია ფართო საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის ყველა ქალაქში, ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში თავისი პროტესტის გამოსახატად.

ICC Georgia თვლის, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კონკრეტულად კი 78-ე მუხლი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებით. ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის იმ ერის მისწრაფებებს, რომელიც ცდილობს ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობას.

დამოუკიდებელი და თავისუფალი ევროპული საქართველოს მსურველ ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისადმი სოლიდარობით, ICC-Georgia მტკიცედ დგას ყოველი მშვიდობიანი მომიტინგეების გვერდით. ამ მოძრაობისადმი ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და მათი ხმის გასამყარებლად, გადავწყვიტეთ სამი დღით გაფიცვა. ჩვენი ოფისები დაიკეტება 2024 წლის 5 დეკემბრამდე.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პატივი სცენ ხალხის ნებას და დაიცვან დემოკრატიული პრინციპები. საქართველოს მომავალი თავისუფლებისა და ევროპასთან ინტეგრაციის ვალდებულებაშია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი