„ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, შავი ზღვის პლატფორმამ მიიღო გადაწყვეტილება, შავი ზღვის კონფერენცია გადადოს,“ - ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გამოაქვეყნეს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, EUGBC-იმ მიიღო გადაწყვეტილება გადადოს შავი ზღვის კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება 2019 წლიდან.
როგორც ჩვენს მიერ ინიცირებულ ბიზნეს ასოციაციების ერთობლივ განცხადებაშიც დავაფიქსირეთ, ჩვენი ორგანიზაცია განუხრელად უჭერს მხარს ქართველი ხალხის სწრაფვას, დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში და თითქმის ორი ათწლეულია აქტიურად ემსახურება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებას,“ - წერია განცხადებაში.