რამდენ ლარად შეიძენთ დოლარსა და ევროს სავალუტო ჯიხურებში

ეროვნული ბანკის მიერ დღეს, 2 დეკემბერს დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი, ხოლო ევროს კურსი 2.9967 ლარია.

აღსანიშნავია, ისიც რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება იზრდებოდა.

ცნობისთვის, დღეს სავალუტო ჯიხურებში ევროს ღირებულება უკვე აცდა 3 ლარს, ხოლო დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.90 ლარზე ძვირად შეუძლიათ.

უფრო კონკრეტულად, ამ მომენტისთვის, სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.9000-2.9200 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი -2.8000-2.8600 ლარის ფარგლებში ყიდულობენ.

რაც შეეხება ევროს, მისი შეძენა მოქალაქეებს სავალუტო ჯიხურებში შეუძლიათ 3.0400-3.0640 ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.9400-3.0000 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.

ეკა დარჩიაშვილი