დღეს, 14 საათზე საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქციას გამართავს. შესაბამისი განცხადება მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance და ჩვენს სფეროში მოღვაწე ადამიანები, ვინც გმობს ძალადობას!
ვიკრიბებით სახალხო დამცველის ოფისთან, - უსამართლობისა და უმოქმედობის გასაპროტესტებლად
- ქვეყანაში მიმდინარე დამანგრეველი პოლიტიკის შესაჩერებლად!
დავით აღმაშენებლის გამზირი, 80“ - წერია განცხადებაში.