ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია

ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

ამასთან, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია რუსთაველის გამზირზეც.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირიდან წამოსულ ახალგაზრდებს თსუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ვარაზის ხევისა და კეკელიძის ქუჩის კვეთაზე ტერიტორია ჰქონდათ დაკავებული.

მათ თსუ-ის პირველ კორპუსთან გზა ჰქონდათ გადაკეტილი, მოწყობილი ჰქონდათ ბარიკადები და დანთებული ჰქონდათ ცეცხლი.

მომიტინგეებმა ტერიტორია სპეცრაზმელებისა და სამართალდამცავების გამოჩენისთანავე დატოვეს.