"ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით 386 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევს თურქული კომპანიისათვის, ნამახვანის მშენებლობის შეწყვეტის გამო. ქვეყნის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს კარგავს",- ამის შესხებ პოსტს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამოწურვის გზაზე მდგარი ქვეყნის რეზერვები ამ დარტყმას ვერ გაუძლებს.
ამოწურვის გზაზე მდგარი ქვეყნის რეზერვები ამ დარტყმას ვერ გაუძლებს. ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით 386 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევს თურქული კომპანიისათვის, ნამახვანის მშენებლობის შეწყვეტის გამო. ქვეყნის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს კარგავს.
როცა დღეს, საპროტესტო აქციების მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა არბევენ, ვიღაც ვარლამს, ალტინფოსა და სხვა პრორურუსულ დაჯგუფებებს, რესპუბლიკის მოედანზე კარვების ქალაქის განთავსების უფლება მისცეს მაშინ. გმირთა მოედანი ისე გადაკეტეს ამ მავნებლებმა, რომ მცდელობაც კი არ ჰქონია ხელისუფლებას რაიმე ეღონა.
მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის სხვა წევრები პასუხს აგებენ იმ ზიანისათვის, რაც ქვეყანას მიადგა.
სულაც არაა გამორიცხული, რომ ვიღაცებმა ხელისუფლებაში ამ ფულიდან “ატკატიც” კი მიიღონ, რადგან ხელი შეუწყვეს თურქულ კომპანიას გაცილებით მეტი ფული ეშოვნა, ვიდრე ხარჯების სახით ჰქონდა გაწეული.
ნამახვანის, ნენსკრასა და ხუდონის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით მოვა დრო და გამოძიება დაინტერესდება. ხუდონის ინდოელ ინვესტორს ათეულ მილიონობით ლარი გაატანეს ბიუჯეტიდან და გაუშვეს ( აქაც “ატკატის” სუნი დგას), ხოლო ნენსკრას საკითხი წინ შეიძლება დაგვხვდეს (კორეელი ინვესტორი გააგდეს).
წინ უამრავი, მრავალმილიარდიანი სასამართლო დავებია, რაც ამ ხელისუფლების მიერ ინვესტორებისადმი დანაშაულებრივი დამოკიდებულებითაა განპირობებული
ქვეყანა გაკოტრების გზაზე დგას",- წერს გოცირიძე.