პროდუქტები, რომელიც ნოემბერში გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის მწვანილი, ნიორი და პომიდორი.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, ნოემბერში გაძვირებული პროდუქტების ათეულს:

  • მწვანილი - 85.1%
  • ნიორი - 62.2%
  • პომიდორი - 49%
  • კიტრი - 44.8%
  • წიწაკა - 43%
  • ბადრიჯანი - 138%
  • კივი - 33%
  • ფორთოხალი - 30%
  • კომბოსტო - 28%
  • მწვანე ლობიო 22.6%

ნინი ქეთელაური