2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი 27,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 10 თვის განმავლობაში ქვეყანაში შემოვიდა 6.380 მლნ დოლარის ღირებულების 812.8 ტონა ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკურ ნაწარმი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობამ 5.002 მლნ დოლარი შეადგინა, 501.2 ტონა.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით პიროტექნიკა ბულგარეთსა და ჩინეთში იყიდა.
რაც შეეხება 2023 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან საქართველომ 7.401 მლნ დოლარის ღირებულების 1 056 ტონა პიროტექნიკა შეიძინა.