საქართველოში მიმდინარე პროცესებს არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება თავისებურად გამოეხმაურა. „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, რომ გუშინ სასწავლო პროცესი მთელ რიგ სკოლებში შეწყდა, რომელთა მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდი ნაწილი არსებულ ვითარებას აპროტესტებს.
თავდაპირველად სასწავლო პროცესი კერძო სკოლებმა შეაჩერეს, ხოლო მოგვიანებით მათ საჯარო სკოლებიც შეუერთდნენ, მათ შორის რეგიონებიდან.
სწავლა შეჩერდა უმაღლეს სასწავლებლებშიც.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალს, სადაც ამ მომენტისთვის სასწავლო პროცესი არსებული ვითარების გამო შეწყვეტილია და მასში სტუდენტები სრულად ან ნაწილობრივ არიან გაფიცულები:
- საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- საქართველოს უნივერსიტეტი
- კავკასიის უნივერსიტეტი
- ილიაუნი
- საბაუნი
- GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
- ალტერბრიჯი
- KIU - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
- აგრარული უნივერსიტეტი
- თავისუფალი უნივერსიტეტო
აღსანიშნავია, რომ სია მუდმივად განახლებადია.