მსოფლიო ბანკი: 2023 წელს განვითარებადმა ქვეყნებმა საგარეო ვალების დასაფარად რეკორდული 1.4 ტრილიონი დოლარი გადაიხადეს

მსოფლიო ბანკმა საერთაშორისო ვალის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა საგარეო ვალების დასაფარად 2023 წელს რეკორდული 1,4 ტრილიონი დოლარი დოლარი დახარჯეს, საპროცენტო ხარჯები კი ბოლო 20 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე დაფიქსირდა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ საპროცენტო გადასახადებმა თითქმის 406 მილიარდ დოლარს მიაღწია და ამან მრავალი ქვეყნის ბიუჯეტი შეამცირა კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და გარემოს დაცვა.

ანგარიშის თანახმად, რომ ფინანსური ზეწოლა ყველაზე მძიმედ იგრძნობოდა ღარიბ ქვეყნებში და მათ 2023 წელს ვალების დაფარვისთვის რეკორდული თანხა 96,2 მილიარდი დოლარი გადაიხადეს.

ამავე ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი და სხვა მრავალმხრივი ინსტიტუტები ღარიბი ქვეყნებისთვის საგარეო ვალის მომსახურებისთვის „მთავარი სამაშველო რგოლები“ გახდნენ.

ნათია ზარიძე