2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული მაჩვენებელი 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6% იყო, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი.
სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის არის მწვანილი, ნიორი და პომიდორი.
რაც შეეხება გაიაფებულ პროდუქტებს, ლიდერია ინტერნეტის გადასახდელი, ანტიბიოტიკები და ყურძენი.