ოქტომბერში მსოფლიოს ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს რეზერვები 60,2 ტონით გაზარდეს

მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში ცენტრალურმა ბანკებმა, თავიანთ რეზერვებში ოქროს მოცულობა 60,2 ტონით გაზარდეს.

როგორც WGC-ის ანალიტიკოსი მარისა სალიმი აღნიშნავს, წელს ეს რეკორდულად მაღალი თვიური მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი მყიდველები იყვნენ იყო ინდოეთი (26,9 ტონა), თურქეთი (16,6 ტონა) და პოლონეთი (7,5 ტონა).

ამ სამი ქვეყნის წილი 2024 წლის შესყიდვებში 60%-ს შეადგენს. ზოგადად, განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკები აგრძელებენ დომინირებას სახელმწიფოს მიერ ოქროს შესყიდვის მიმართულებით.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ოქტომბერში ოქრო მხოლოდ შეიძინეს, ასევე არის ყაზახეთი (4,2 ტონა), ჩეხეთი (2,3 ტონა), ყირგიზეთი (1,6 ტონა), განა (1 ტონა), მონღოლეთი (0,5 ტონა) და სინგაპური (0,3 ტონა).

ოქტომბერში ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს დიდი მოცულობით გაყიდვები არ ყოფილა. WGC აღნიშნავს მხოლოდ უზბეკეთის მარაგის შემცირებას (-0,6 ტონა).

ნათია ზარიძე