2024 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 13.7%-ით გაიზარდა და 58.8 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ამავე ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 23.1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3%-ით მეტია.
2024 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 66.4% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.4$ - საშუალოზე, ხოლო 18.2% კი - მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 45.6%;
საშუალოზე - 24.%;
ხოლო მცირე ბიზნესზე - 30.2%.
2024 წლის III კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.8 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისადა მომსახურების ყიდვებმა - 17.7 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ით მეტი) შეადგინა.