2024 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 788.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ამავე ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3% ქალი იყო, ხოლო 56.7 % - კაცი.
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
⦁ ქ. თბილისი – 66.1%
⦁ აჭარის ა.რ. – 9.2%
⦁ იმერეთი – 6.4%
⦁ ქვემო ქართლი – 5.5%
⦁ სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4%
⦁ კახეთი - 2.7%
⦁ შიდა ქართლი - 2.2%
⦁ მცხეთა-მთიანეთი - 1.7%
⦁ სამცხე-ჯავახეთი - 1.4%
⦁ გურია - 0.9%
⦁ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.3%