ხობის ცენტრალურ პარკში ატრაქციონების მოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის" ინიციატივის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით ხორციელდება.
„ცენტრალურ პარკში საბავშვო ატრაქციონების მოწყობის შესახებ წინადადება „მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის" ინიციატივის ფარგლებში მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციის შედეგად შეირჩა. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 200000 ლარს შეადგენს, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.