რას „გუგლავდნენ“ ქართველები ბოლო კვირის განმავლობაში - კიმბერლი ლოუ საძიებოს ლიდერია

ქართველების მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში google-ში მოძებნილ სიტყვებს შორის, კიმბერლი ლოუ უპირობო ლიდერია. მეტიც, პირველ მეორე პოზიციას სწორედ ის იკავებს, kimberly lowe და kimberly lowe georgia სიტყვათა კომბინაციებით.

სხვა მხრივ, როგორც google.com-ის ბოლო ერთი კვირის ანალიტიკა აჩვენებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ყველაზე აქტუალურია, რაც სრულიად ბუნებრივია. თუმცა, სიაში გვხვდება აზარტული ბიზნესისა და ფეხბურთელი კვარაცხელიას სახელებიც.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ტოპ-10 ფრაზას, რომელიც საქართველოდან, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ყველაზე ხშირად „იგუგლებოდა“:

  • kimberly lowe
  • kimberly lowe Georgia
  • georgia latest news
  • Georgia live
  • World news
  • Tbilisi protest
  • Matthew miller
  • Anime tv
  • Adjarabet
  • kvaratskhelia
ნინი ქეთელაური