უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დაასანქცირა. შესაბამის განკარგულებას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა.
კიევის ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, სიაში არიან:
„მე ახლახან ხელი მოვაწერე ბრძანებულებას, რომლითაც სანქციების შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის. ეს არის სანქციები ხელისუფლების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ამჟამად საქართველოშია და ქვეყანას პუტინს აბარებს,” - აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტი მოუწოდებს აშშ-ს, ევროპასა და მსოფლიო ლიდერებს, ამ საკითხთან დაკავშირებით “ერთად და პრინციპულად იმოქმედონ,” რადგან თუ რეაგირება დროული არ იქნება ან ისინი უპრინციპოდ იმოქმედებენ, მაშინ ათწლეულები დაიკარგება და ქვეყნები თავისუფლებას დაკარგავენ.
„ამ რეგიონში არავის დაკარგვა არ შეიძლება, არც საქართველოს, არც მოლდოვასი და არც უკრაინის,“ - აცხადებს ზელენსკი, რომელმაც ამ ქვეყნების მოსახლეობას მოუწოდა, რომ მოსკოვისგან თავი ერთად დაიცვან.