Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის საკუთარი მოდელი გამოუშვა

Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის მოდელების ახალი ხაზი ბრენდ Nova-ს ქვეშ ჩაუშვა.

ინფორმაცია კომპანიის ბლოგზე ვრცელდება.

Nova ექსკლუზიურად სერვის Amazon Bedrock-ის მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც სხვადასხვა კომპანიების ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე უზრუნველყოფს წვდომას.

Amazon-ის ხაზი რამდენიმე მოდელისგან შედგება. ეს არის:

  • Nova Micro - ყველაზე სწრაფი და იაფი ტექსტური მოდელი მარტივი ამოცანებისთვის, როგორიც არის თარგმნა, ჩატი, პროგრამირება
  • Nova Lite – ტექსტზე, სურათებსა და ვიდეოზე სამუშაო ბევრად სწრაფი მულტიმოდალური მოდელი
  • Nova Pro – სიზუსტის, სიჩქარისა და ღირებულების საუკეთესო ბალანსის მქონე ბევრად ძლიერი მულტიმოდალური მოდელი
  • Nova Premier – ფლაგმანი მოდელი, რომლის ჩაშვებაც 2025 წლის დასაწყისში იგეგმება.

კომპანია აღნიშნავს, რომ ამ მოდელების მთავარი მახასიათებელი კონკრეტულ ბიზნეს-საჭიროებებზე მათი მორგების შესაძლებლობაა. მაგალითად, იურიდიულ კომპანიას შეუძლია, მოდელს იურიდიული ტერმინოლოგიისა და დოკუმენტის სტრუქტურის უკეთ გაგება ასწავლოს.

Amazon, ასევე, კონტენტის გენერირების მოდელებს ჩაუშვებს, როგორიც არის Amazon Nova Canvas ფოტოების, ხოლო Amazon Nova Reel ვიდეოს შესაქმნელად.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ