ბინები ძვირდება - მხოლოდ ოქტომბერში თბილისში 3 658 საცხოვრებელი გაიყიდა, ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, მათი ცნობით, 2024 წლის ოქტომბერში თბილისში 3 658 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.
როგორია ბინის ფასი თბილისში
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, 1 კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 1 253 აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 6%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ქირას, კვ.მ-ს გასაქირავებელი ფასი 11.5 დოლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია.
ამასთან, ბაზრის მოცულობამ $296 მილიონი შეადგინა და წლიურად 16%-ით გაიზარდა