ავსტრალიაში კიბორგი ხოჭოები შექმნეს - რა დანიშნულებით გამოიყენებენ მათ?

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ბიოტექნოლოგიაში ერთი შეხედვით მარტივ, თუმცა საკმაოდ რთულ და რევოლუციურ გზას მიაკვლიეს.

ქუინსლენდის უნივერსიტეტის ბიორობოტიკის ლაბორატორიამ შექმნა ელექტრონული “ზურგჩანთები“ შედარებით დიდი ზომის მწერებისთვის, მათ შორის ხოჭოებისთვის, რომელსაც სხეულზე უმაგრებენ.

შედეგად, კიბორგი ხოჭოების იმპულსებით გაკონტროლება ხდება შესაძლებელი. ხდება მათი მოძრაობის მონიტორინგი.

ქუინსლენდის უნივერსიტეტის სტუდენტი ლაჩლან ფიცჯერალდი პროცესს ასე აღწერს: თავდაპირველად ხოჭოს ერთგვარი ანესთეზიისთვის ყინულის აბაზანაში სვამენ. როგორც კი სხეული ბუჟდება, მას ზურგზე პატარა მიკროსქემის დაფა უმაგრდება. ლაბორატორიამ ასე მიიღო პირველი ნახევრად ცოცხალი, ნახევრად მანქანური ბიოჰიბრიდული რობოტი.

მოწყობილობა ელექტრულ იმპულსებს აგზავნის მოწყობილობის ანტენებზე, რაც ფიცჯერალდს საშუალებას აძლევს გააკონტროლოს მოძრაობები და ისარგებლოს ხოჭოს ბუნებრივი სისწრაფით.

მისივე თქმით, კიბორგ მწერებს ტრადიციულ რობოტებთან შედარებით უპირატესობა აქვთ.

“ჩვენ მხოლოდ მაშინ ჩავერევით, როცა ის გადაუხვევს სასურველ გზას, და ვეუბნებით, რომ კონკრეტული მიმართულებით წავიდეს“, - ამბობს მათემატიკისა და ინჟინერიის სტუდენტი ფიცჯერალდი.

ის იმედოვნებს, რომ შექმნის მწერების კიბორგ ხოჭოებს, რომლებსაც სამძებრო-სამაშველო პროცესებში გამოიყენებს. მაგალითად, მათ ზომის გამო, შეუძლიათ ჩამონგრეულ შენობებში შესვლა, ნაპრალებში შეღწევა და ადამიანების აღმოჩენა.

”ჩვენი წარმოდგენით, კიბორგების ჯგუფი შეიძლება გაიგზავნოს კატასტროფის ზონაში მაგალითად, როგორიცაა მიწისძვრა ან დაბომბვა. ისინი ადამიანების მოძებნას შეძლებენ” - ამბობს ფიცჯერალდი.

ბიოჰიბრიდული რობოტების პოპულარობის ზრდას ყველა მეცნიერი არ უჭერს მხარს. ზოგიერთი თვლის, რომ აღნიშნული სამუშაო არაეთიკურია.

თუმცა, ფიცჯერალდის განცხადებით, კიბორგად ქცეული ხოჭოები ჯანმრთელობის დაზიანებას არ იღებენ და ისევე ცხოვრობენ, როგორც სხვა დანარჩენი.

თეონა რამაზაშვილი