„წინა ხელისუფლებების შეცდომებს იმკის საქართველო“ - ზვიად ციკოლია

დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს სოციალური ქსელით ეხმაურება.

მისი თქმით, საქართველო ახლა წინა ხელისუფლების შეცდომებს იმკის.

„წინა ხელისუფლებების შეცდომებს იმკის საქართველო. იმედია, შემდეგნი გაითვალისწინებენ და შესაბამის რეფორმებს ინსტიტუტების მიმართ სწორად განახორციელებენ, არა პირადი ან პარტიული ინტერესებით, არამედ სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯებით, მაგრამ სახელმწიფოს და მომავალი თაობების სასარგებლოდ. მხოლოდ ეგეთები ახსოვს ისტორიას“, - წერს დიზაინერი.

ნათია ზარიძე