Mercedes-Benz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლა კალენიუსმა რომის პაპ ფრანცისკეს კომპანიის სახელით G-Class-ის ახალი ელექტრო-კაბრიოლეტი გადასცა.
ინფორმაციას Vatican News ავრცელებს.
Mercedes-Benz, ეგრეთ წოდებულ, პაპმობილებს ასი წელია, აწარმოებს. მანამდე რომის პაპი ფრანცისკე ყოველკვირეული საერთო აუდიენციის დროს ბენზინის G-Class-ის ავტომობილებს იყენებდა.
ახალი ავტომობილის შექმნაზე, რომელიც პაპის საჭიროებებს დააკმაყოფილებდა, Mercedes-Benz ვატიკანის წარმომადგენლებთან ერთად გასული წლის განმავლობაში მუშაობდა. ერთ-ერთი პრიორიტეტი ნულოვანი გამონაბოლქვი იყო.
ახალი ელექტრომობილი მბრუნავი სავარძლითა და ხელით სამუშაოს ინტერიერის ელემენტებით არის აღჭურვილი. ამასთან, მისი სავალი ნაწილები სპეციალურად წმინდა პეტრეს მოედანზე საჯარო აუდიენციის დროს “პოპმობილებისთვის” დამახასიათებელი ნელი მოძრაობისთვის არის შექმნილი.
უამინდობის შემთხვევაში პაპის ახალ ავტომობილს მოძრავი სახურავიც აქვს. მარჯვენა უკანა კარი მბრუნავ საკიდებზე არის დამონტაჟებული, მარცხენა კი მთლიანად შედუღებულია.
2025 წლის თანამედროვე ინოვაციების მიუხედავად, Mercedes-Benz-ის G-Class-ის ელექტრო-კაბრიოლეტი ტრადიციებს ინარჩუნებს. კერძოდ, წინამორბედების მსგავსად, ის თეთრია და სანომრე ნიშან SCV 1-ს ატარებს, რაც ვატიკანის სახელმწიფოს ამსახველია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ