დღეს, 19 საათზე, ტურიზმის სექტორი სახალხო პროტესტს უერთდება და აქციას მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტურიზმის ადმინისტრაცია აანონსებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ ფაქტთან დაკავშირებით გთავაზობთ ტურიზმის ანალიტიკოსის, ია თაბაგარის პოსტს:
„აპოლიტიკურობა პოლიტიკური მოვლენების, აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ უარყოფითი ან უგულებელყოფილი დამოკიდებულებაა! თქვენ თუ არ გამოხატავთ თქვენს პოზიციას, ჩათვალეთ რომ ხმას გართმევენ, კონსტიტუციას ცვლიან თავისი ნებით და იწყება სახელმწიფოებრივი რღვევა! ტურიზმი პოლიტიკაა, უმნიშვნელოვანესი სფეროა პოლიტიკისთვის და ვერავინ ვერ უარყოფს ამ რეალობას!“ - წერს ია თაბაგარი.