მასკის შეძენის შემდეგ X 72%-ით გაიაფდა

სოციალური ქსელ X-ის ღირებულება ამჟამად, თითქმის, 72%-ით ნაკლებია, ვიდრე ილონ მასკის მიერ 2022 წლის ოქტომბერში მისი შეძენის დროს ღირდა.

ამას შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია Fidelity-ის მონაცემებში წერია, რასაც Axios ავრცელებს.

კერძოდ, X-ის ღირებულება, დაახლოებით, 12,3 მლრდ დოლარია, ილონ მასკმა კი ის 44 მლრდ დოლარად იყიდა.

ამასთან, Fidelity-ის საპაიო საინვესტიციო ფონდებმა X Holdings-ში თავიანთი აქციების ღირებულება 32,37%-ით გაზარდეს. ეს ზრდა xAI-ს უკავშირდება, რომელიც მასკის ცალკეული კომპანიაა და X-ის მონაცემებზე თავის ფართო ენობრივ მოდელს ავარჯიშებს.

2023 წლის ივლისში ყოფილ სოციალურ ქსელ Twitter-ს “X” ეწოდა და ვერიფიკაციის სისტემა ფასიანი გახდა. ამან მსხვილი რეკლამის განმთავსებლების, შემდგომში კი მომხმარებლების გადინება გამოიწვია.

ამასთან, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ პლატფორმამ ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის, კერძოდ, 115,000 ამერიკელი მომხმარებელი დაკარგა.

ცნობისთვის: 4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ Twitter-ის დამფუძნებლის, ჯეკ დორსის ახალმა სოციალურმა ქსელ Bluesky-მ ბრაზილიაში X-ის აკრძალვის შემდეგ 2 მლნ მომხმარებელი მიიზიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ