თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი შობა-ახალი წლის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონია დღეს, 6 დეკემბერს უნდა გამართულიყო. თუმცა, ქვეყანაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, როგორც bpn.ge-ს "თბილსერვის ჯგუფში" განუცხადეს, ნაძვის ხე არ აინთება.
„რა თქმა უნდა, დღეს არ ანთება. უფრო კონკრეტულად, როდის გაიმართება ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონია, ამაზე განცხადებას თბილისის მერი თავად გააკეთებს“,- განუცხადეს bpn.ge-s „თბილსერვის ჯგუფში“.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია შობა-ახალი წლის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩასატარებლად 8 576 967 ლარის შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. შესაბამისი ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
როგორც სატენდერო დოკუმენტებში ვნახულობთ, აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ვადები 13 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით არის გაწერილი.
იხილეთ ასევე: მერია საახალწლო ღონისძიებებზე 8.576 მლნ ლარს დახარჯავს - რა იგეგმება