რა ღირს ნავთობი წამყვან ბირჟებზე

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 5 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 72,31 (-1,31) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 68,47 (-1,25) დოლარი/ბარელზე.

ნათია ზარიძე