აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ TikTok-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
TikTok-მა აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს კანონის გაუქმების შესახებ მიმართა, რომელმაც შესაძლოა, აშშ-ში სოციალური ქსელის აკრძალვა გამოიწვიოს.
პლატფორმა აცხადებს, რომ კანონი არაკონსტიტუციურია, თუმცა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი „აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას არ ეწინააღმდეგება“.
კომპანიაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მაისში ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 19 იანვრამდე TikTok-ი ჩინურმა კომპანია ByteDance-მა უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პლატფორმა აშშ-ში აიკრძალება.