ნოემბერში რეზერვების ზრდის მთავარი ფაქტორი სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით 124.5 მლნ დოლარის შესყიდვა გახდა

ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები ზრდის ტრაექტორიას დაუბრუნდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 4,123,893,700 აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა 39 მილიონია.

სებ-ის მიერ აშშ დოლარის შესყიდვის გარდა რეზერვების მოცულობაზე ზემოქმედება მოახდინა საგარეო ვალის მომსახურებამ, ოქროს ფასის მერყეობამ, ევროს დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ და სხვა.

ექსპერტთა განცხადებით, მიუხედავად ქუჩის დაძაბულობისა აბსოლუტურად სწორი და გონივრულია სებ-ს გათვლა, რომ გაყიდვის მაგივრად, ნოემბერში რეზერვები შეავსო.