„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ შეგვიწყდეს ვიზალიბერალიზაცია“, - ამის შესახებ როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ევროკავშირი - საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით მკაცრი ნაბიჯების გადადგმა სურს, ახლა პერსონალური სანქციები ბევრად შედეგიანი იქნება, ვიდრე უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
„ღმერთმა დაგვიფაროს, არ ვისურვებ ამას. 16 დეკემბერს არის სწორედ ამ საკითხის განხილვა და იქნებ გადავრჩეთ და არ შეგვიწყდეს ვიზალიბერალიზაცია. მე ვაპირებ, რომ კიდევ ერთხელ მივმართო ბატონ ჰერჩინსკის. ეს იქნება წერილობითი მიმართვა, ჩემი, როგორც დიპლომატის და ასევე საბჭოს გენერალური მდივნის, რომ კიდევ ერთხელ გაიარონ ეს მნიშვნელოვანი საკითხი.
თუ უნდათ რაიმე განსაკუთრებული, მათ შეუძლიათ დააწესონ პიროვნული სანქციები და ეს გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ თუნდაც დროებით შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია და უვიზო რეჟიმი“, - აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.