დღეს მსოფლიოში არსებული ლობალური ბრენდები იმდენად არიან ჩვენს ყოველდღიურობაში შემოჭრილები, რომ მათ გარეშე შესაძლოა, რამდენიმე საათის გატარებაც ძალიან გაგვიჭირდეს.
ყველა ბრენდს სხვადასხვა ისტორია აქვს - ასეთი განსხვავებულია ისტორიები მათი დასახელებების შესახებაც.
საინტერესოა, რას ნიშნავთ თითოეული მათგანის სახელი და როგორ იწყებოდა მათი ისტორია?
Mitsubishi
ჩვენ მას დღეს ვიცნობთ, როგორც ავტომობილების მწარმოებელს, მაგრამ Mitsubishi 1870 წელს შეიქმნა როგორც გადამზიდი კომპანია.
სახელი Mitsubishi შედგება ორი ნაწილისგან: "mistu", რაც ნიშნავს "სამს" და "bishi", რაც ნიშნავს "წყლის ბრილიანტს".
Coca-Cola
ცნობილი გამაგრილებელი სასმელი არსებობს 1886 წლიდან, როდესაც ექიმმა ჯონ ს. პემბერტონმა გამოიგონა ფორმულა. მაშინ ის სამკურნალო სასმელს ადგილობრივ აფთიაქში ხუთ ცენტად ყიდდა.
კომპანიის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ სასმლის სახელი მისმა ბუღალტერმა მოიფიქრა. მან შესთავაზა, რომ "ორი C კარგად გამოიყურებოდა რეკლამაში" და ამის მიხედვით დააპროექტა ლოგო.
Pepsi
1893 წელს აფთიაქის მფლობელმა კალებ დევის ბრედჰემმა შექმნა სასმელი, რომელიც დამზადებულია შაქრის, წყლის, კარამელის, ლიმონის ზეთის, ჯავზის კაკლის და სხვა ბუნებრივი დანამატების ნარევისგან. ის ერთ ღამეში სენსაციად იქცა.
მიუხედავად მისი სახელისა და ჭორებისა, პეპსინი არასოდეს ყოფილა პეპსი-კოლას ინგრედიენტი. 1898 წლის 28 აგვისტოს ბრედჰემმა თავის სასმელს პეპსი-კოლა დაარქვა. მას სჯეროდა, რომ სასმელი არ იყო მხოლოდ გამაგრილებელი სასმელი, არამედ "ჯანსაღი" კოლა, რომელიც ეხმარებოდა საჭმლის მონელების წინააღმდეგ ბრძოლას.
მისი ფესვები მომდინარეობს სიტყვიდან "დისპეფსია", რაც ნიშნავს საჭმლის მონელებას. 1965 წელს კომპანიამ მიიღო სახელი PepsiCo.
LEGO
სახელწოდება LEGO არის ორი დანიური სიტყვის "leg godt" აბრევიატურა, რაც ნიშნავს "კარგად თამაშს". LEGO 1932 წელს ოლე კირკ კრისტიანსენის მიერ დაარსდა.
გასული 90 წლის განმავლობაში კომპანიამ დიდი გზა გაიარა პატარა სადურგლო მაღაზიიდან თანამედროვე გლობალურ საწარმომდე, რომელიც ახლა სათამაშოების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
Canon
Canon-ის წინამორბედი, Precision Optical Industry, 1937 წელს ტოკიოში დაარსდა. ერთი წლის შემდეგ მან გამოუშვა თავისი პირველი კამერა, Kwanon - მალე სახელი შეიცვალა და გახდა Canon.
Samsung
Samsung 1938 წელს დაარსდა როგორც სასურსათო მაღაზია. ის ელექტრონიკის ინდუსტრიაში შევიდა 1969 წელს - მისი პირველი პროდუქტი იყო შავ-თეთრი ტელევიზორები.
2000-იანი წლების დასაწყისში კომპანიამ დაიწყო სმარტფონების წარმოება.
კორეულში სიტყვა "სამსუნგი" ითარგმნება როგორც "სამი ვარსკვლავი".
IKEA
მსოფლიოში ცნობილი თავისი ავეჯით და დიზაინის ესთეტიკით, ავეჯის გიგანტი IKEA-ს პირველი მაღაზია გაიხსნა სამხრეთ შვედეთში, 1943 წელს.
IKEA-ს სახელი ეწოდა მისი დამფუძნებლის ინგვარ კამპრადის ინიციალების მიხედვით.
Visa
Visa 1958 წელს ამოქმედდა, როგორც Bank of America-ს პროდუქტი Bank Americard. თუმცა, როდესაც საკრედიტო ბარათის პროგრამა სხვა ქვეყნებში გაფართოვდა, მას ახალი სახელი სჭირდებოდა.
ამიტომ 1970 წელს Americard Inc-ს დაარქვეს Visa. სიტყვა ცნობადობის მიხედვით შეიქმნა, ის უკვე არსებობდა რამდენიმე ქვაყანაში და ადვილად დასამახსოვრებელი იყო.
Nike
დაარსებული 1964 წელს როგორც Blue Ribbon Sports, კომპანია თავდაპირველად მხოლოდ დისტრიბუტორი იყო.
1971 წლისთვის Knight-სა და BRS-ს სურდათ საკუთარი ფეხსაცმლის დამზადება. იმავე წლის ივნისში კომპანია მზად იყო გაეგზავნა თავისი პირველი ტვირთი, მაგრამ სწრაფად სჭირდებოდა ახალი სახელი.
დილის 7 საათზე კოლეგამ შესთავაზა სახელი "ნაიკი" - ეს არის ბერძნული გამარჯვების ფრთიანი ქალღმერთი.
წყარო: .lovemoney.com