მაუწყებლობა კომენტირების გარეშე გავა, გვიჭირს მიმდინარე მოვლენებს გვერდი ავუაროთ - Setanta Sports

მაუწყებლობა საქართველოში აკომენტირების გარეშე გავა, გვიჭირს მიმდინარე მოვლენებს გვერდი ავუაროთ, - ამის შესახებ განცხადებას Setanta Sports „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

„Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა, რადგან ფსიქოლოგიურად, ემოციურად თუ ფიზიკურად გვიჭირს კომენტირება გავაგრძელოთ და მიმდინარე მოვლენებს გვერდი ავუაროთ.

სოლიდარობა თანამოქალაქეებს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომელთაც გულწრფელად სჯერათ და უნდათ საქართველოს დასავლური მომავალი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.