ჩვენი კარი ყველა სამართალდამცავისთვის დახურულია, ვერ ისარგებლებთ ჩვენი სერვისებით - Reformerfitness

Reformerfitness-ი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფიტნესდარბაზის კარი ყველა სამართალდამცავისთვის დაკეტილია.

„სანამ პოლიცია ამ ძალადობრივი სისტემის მსახურია, სანამ კრიმინალი დათარეშობს, უსწორდება ჩვენს თანამოქალაქეებს და პოლიციელი ამას უყურებს მშვიდად, უმოქმედოდ, ჩვენი კარი ყველა სამართალდამცავისთვის დახურულია და ვერ ისარგებლებს ჩვენი სერვისებით.

თუ უკვე ხარ ჩვენი მომხმარებელი შეგიძლია აღარ მოხვიდე სავარჯიშოდ.

...გმირი ვიცით ჩვენ ანწუხელიძე“, - აღნიშნულია Reformerfitness-ის განცხადებაში.

მერი ტაბატაძე