მთავრობამ საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით თითო-თითო ლარად გადასცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამი მიწის ნაკვეთი.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, აღნიშნული მიწები შემდეგ ტერიტორიებზე მდებარეობს:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი მანგლისი – 3194 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 3 შენობა;
- ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის 27 – 296 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი;
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭოღა - 3125 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი.
დოკუმენტების მიხედვით, საპატრიარქომ თითოეული მიწისთვის 1 ლარის გადახდა 1 თვის ვადაში უნდა განახორციელოს.