საფრანგეთის დედაქალაქი, პარიზი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქალაქად ზედიზედ მეოთხედ დასახელდა.
ამის შესახებ Euromonitor International-ის ტოპ 100 ქალაქის დანიშნულების ადგილის ინდექსის (Destinations Index-ის) მონაცემებში წერია.
ინდექსი მთელს მსოფლიოში ქალაქებს ექვსი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს, როგორიც არის ეკონომიკური და ბიზნესეფექტურობა, ტურიზმის ეფექტურობა, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტების მიზიდვის პოლიტიკა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და ბოლოს, მდგრადობა.
ინდექსში „ტურიზმის ინფრასტრუქტურის“ გამო კარგ პოზიციებს მეტწილად ევროპული მიმართულებები ინარჩუნებენ, ხოლო ათეულში ორი ქალაქი აზიურია.
რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქალაქებს, ლიდერი ტაილანდის ბანგკოკია, რომელსაც, 2023 წელთან შედარებით, წელს 37%-ით მეტი, ანუ 32 მილიონზე მეტი ადამიანი ესტუმრა.
მას მოსდევს სტამბოლი, რომელმაც შარშანდელზე 14%-ზე მეტი, ანუ 23 მლნ სტუმარი მიიღო, ხოლო მესამეზე 21,7 მლნ ტურისტით (+7%) ლონდონია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ