2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აშშ-თან სავაჭრო ბრუნვა 5%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, წელს ათ თვეში სავაჭრო ბრუნვამ 1.73 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 1.82 მილიარდ დოლარს აღწევდა.
საანგარიშო პერიოდში იმპორტი ადგილობრივ ექსპორტს მნიშვნელოვნად ჭარბობდა, თუმცა წლიურად იმპორტი შემცირდა, ქართული პროდუქციის ექსპორტი კი გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში 8.5%-ით არის შემცირებული იმპორტი. შარშან ამერიკიდან საქართველოში 1.74 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, წელს კი 1.59 მილიარდი დოლარის. იმპორტი უდიდესი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა.
ამერიკიდან წელს იმპორტით შემოვიდა შემდეგი 5 ძირითადი პროდუქტი:
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში წლიურად 77%-ით გაიზარდა. მონაცემების თანახმად, 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 69.59 მილიონ დოლარს გადააჭარბა, წელს ათ თვეში კი 123.5 მილიონ დოლარზე მეტი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ამერიკაში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული წარმოების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა.