5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნიდერლანდებმა განახორციელა - 60.2 მლნ დოლარი, მას კი მოსდევდა მალტა, გაერთიანებული სამეფო, მალტა, თურქეთი და ჩეხეთი.

5 უმსხვილესი ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ასე გამოიყურება:

  • ნიდერლანდები - 60.2 მილიონი აშშ დოლარი;
  • მალტა - 58.3 მილიონი აშშ დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - 55 მილიონი აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 26.9 მილიონი აშშ დოლარი;
  • ჩეხეთი - 26.9 მილიონი აშშ დოლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში წლიურად ხუთივე ქვეყნიდან გაზრდილია ინვესტიციების მოცულობა.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემები ასე გამოიყურება:

  • ნიდერლანდები - 54.5 მილიონი აშშ დოლარი;
  • მალტა - 18.5 მილიონი აშშ დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - 49.4 მილიონი აშშ დოლარი;
  • თურქეთი - 22.4 მილიონი აშშ დოლარი;
  • ჩეხეთი - 12.3 მილიონი აშშ დოლარი.

ცნობისათვის, საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 55.2%-ით შემცირდა და 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

მერი ტაბატაძე