Guns N' Roses-ი მაისში საქართველოში კონცერტს გამართავს

Guns N' Roses-ი საქართველოში კონცერტს გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია როკ ბენდის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული.

როგორც ვებ-გვერდზეა მითითებული, კონცერტი შეკვეთილში 2025 წლის 30 მაისს არის დაგეგმილი. კონცერტი სავარაუდოდ "ციცინათელას" გასართობის პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.

ცნობისთვის, "ბლექ სი არენამ" ჯერ კიდევ 23 ნოემბერს დაანონსა, რომ 2025 წლის 30 მაისს სწორედ "ციცინათელა" უმასპინძლებდა ღონისძიებას, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ თუ ვისი კონცერტი გაიმართებოდა.

მერი ტაბატაძე