საქართველო-თურქეთის საავტომობილო გზა ჩაკეტილია - გზაზე მეწყერი ჩამოწვა

საქართველო - თურქეთის საავტომობილო გზაზე, ართვინის არჰავის რაიონში, შავი ზღვის სანაპირო ზოლთან მომხდარმა მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება.

გამოცემის ცნობითვე, საავტომობილო ორმხრივი მოძრაობა შეწყდა. ფერდობიდან მოწყვეტილი მიწისა და კლდის მასამ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა მეწყერის ქვეშ მოყოლილი ავტომობილები.

რიზე-ართვინის ავტომაგისტრალი გადაკეტილია მოძრაობისთვის ორივე მიმართულებით. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკვე მიღებულია საჭირო ზომები პრობლემის მოსაგვარებლად.

ეკა დარჩიაშვილი