იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა

2024 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Galt&Taggart-ის ტურიზმის უახლეს მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა.

„2024 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა“ - წერია პუბლიკაციაში.

ეკა დარჩიაშვილი