2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 55.2%-ით შემცირდა და 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნიდერლანდებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, მალტამ, თურქეთმა და ჩეხეთმა განახორციელა.
„ბიზნესპრესნიუსისთვის“ „საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ტოპ-10 საწარმოს ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ასე გამოყურება:
- „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ“ კომპანიის საქართველოს ფილიალი;
- შპს „მაგთიკომი“;
- სს „ენერგო - პრო ჯორჯია“;
- შპს „ქართული ცემენტი“;
- შპს „ტოიოტა კავკასია“;
- სს „საქართველოს კაპიტალი“;
- შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“;
- შპს „თბილისი დრაი პორტ - ინვესტმენტ“;
- შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“;
- შპს „სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი“.