ინვესტიციები 3-წლიან მინიმუმზეა - FDI წლების მიხედვით

9 თვის (იანვარ-სექტემბრის) ჭრილში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წლის მინიმუმზეა. ბოლო ათ წელში კი (პერიოდის -2019-2020 წლების გარდა - პანდემია) ყველაზე დაბალი მაჩვენებლები წელს დაფიქსირდა.

2008-2024 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 9 თვის ჭრილში ასე გამოყურება:

smartphone-bar-chart-visual-charts-brainstorm-2-1733751248.jpg

აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ მესამე კვარტლის მონაცემებით, წელს 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მაგალითისთვის, 2024 წლის მესამე კვარტალში თუ FDI-ს მოცულობამ 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა, 2009 წელს 179.1 მლნ დოლარი იყო.

შეგახსენებთ, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 55.2%-ით შემცირდა და 197.7 მილიონი დოლარი შეადგინა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნიდერლანდებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, მალტამ, თურქეთმა და ჩეხეთმა განახორციელა.

მერი ტაბატაძე