ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჯამური ბიუჯეტის 12%-ზე მეტია.
„2025 წელს საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება;
გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
საბავშვო ბაღების დაფინანსება 500 მილიონ ლარამდეა, რომლის ფარგლებში განხორციელდება პერსონალის ხელფასების ზრდა 125 ლარით;
საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 600,0 მლნ ლარზე მეტი;
საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225,0 მლნ ლარზე მეტი“,-აღნიშნა ხუციშვილმა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.