მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს - Galt & Taggart

Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, ნოემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს.

აღნიშნული მიმოხილვა ეროვნული ბანკის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ნოემბერში საერთაშორისო რეზერვები, წინა თვესთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა.

„საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 19.5%-ით შემცირდა და 4.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ნოემბერში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 1.0%-ით გაიზარდა (+39.0 მლნ აშშ დოლარი).

ნოემბერში რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს,ასევე სებ-ის მიერ 124.5 მლნ დოლარის შესყიდვას, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარის მიხედვით (ოფიციალური სტატისტიკა ხელმისაწვდომი იქნება 25დეკემბერს).

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.8%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ნათია ზარიძე